VIDEO: ლეო ბოკერიას გადარჩენილი ბავშვი, რომელიც ახლა მისი კოლეგაა - „გავხსენით გული, ტყვია არ ჩანდა, მაგრამ მიშველა ღმერთმა... ხელით ვიპოვე“

ლეო ბოკერია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი ლეონიდე ბოკერია ნოე სულაბერიძის გადაცემის “ნოესთან” სტუმარი იყო.

პროფესორი იხსენებს ისტორიას, როდესაც ტყვიით გულში დაჭრილი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

„გერმანიაში უნდა წავსულიყავი და ჩემმა კოლეგამ დარეკა ბავშვთა ინსტიტუტიდან. მითხრა, რომ ბავშვი იყო ტყვიით გულში დაჭრილი და როგორ მოვიქცეთო. გავუშვი ჩემი კოლეგა და მითხრა, რომ ტყვია იყო გულში, თუმცა წნევა ნორმალური ჰქონდა. გადავდე ფრენა.

არაფერი არ ეტყობოდა, რომ ტყვია ჰქონდა გულში. გავხსენით გულმკერდი, გავხსენით გული და ვერ ვხედავ ტყვიას. მიშველა ღმერთმა. ალბათ ეს დიდი პრაქტიკის დამსახურებაა. თითით ვიგრძენი, რომ ფილტვთან გასავლისკენ იყო ტყვია. ჩემი ვარაუდით, სროლა რომ დაიწყო, ბავშვები გაიქცნენ და სავარაუდოდ ტყვიის ნაფანტი მოხვდა. სახლში მივიდა კარგად იყო და შემდეგ დაიწყო ტირილი. ექიმმა რენტგენზე დაინახა ტყვია. თავიდან არ ეტყობოდა, თუმცა ტყვიას კანი ჰქონდა გაკეთებული. გაუმართლა იმით, რომ ტყვია სისხლში მოხვდა. სისხლის ტემპერატურა მაღალი იყო და არ წავიდა შორს. ამ ბავშვმა სამედიცინო დაამთავრა და მუშაობს ექიმად. კარგი ბიჭია”, – საუბრობს ლეო ბოკერია.