1746733863
VIDEO: „ჯერჯერობით სხვის სახლში ვცხოვრობთ...“ - თედო ბექაურის გულახდილი ინტერვიუ

მსახიობი თედო ბექაური, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, „იმედის“ ეთერში ცხოვრების რთულ გზაზე და პირადზე საუბრობს.
თედო იხსენებს „გაღმა ნაპირის“ გადაღებების პერიოდსაც. ამბობს, რომ სამსახურშიც სოფლიდან დადიოდა.
„აქეთ სახლი რომ არ მაქვს, სოფლიდან დავდიოდით, წვალებით. მიჭირდა ხოლმე სამსახურში სიარული... ახლაც სხვის სახლში ვართ.
მთავარია, არ გაჩერდე და გარშემომყოფებმაც არ გაგაჩერონ. ძალიან რთულია, რომ გინდა აკეთო და არ გამოგდის. მე მინდა ვაკეთო და გამომდის კიდეც, თან გვერდშიც მიდგანან, მადლობა ღმერთს.
ჯერჯერობით სხვის სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ მერე ჩემს სახლში დაგპატიჟებთ, რომ მოვიგებ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მესტუმროთ...“, - ამბობს თედო ბექაური.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო ⇓
ასევე ნახეთ:
სად და როდის შეიზღუდება მოძრაობა - გაფრთხილება მძღოლებს
გლინტვეინის - "ბრჭყვიალა ღვინოს" მოდუღების დროა! - რეცეპტები, ინგრედიენტები და დოზირება