VIDEO: იძებნება ვეტერინარული კლინიკიდან მოპარული ლეკვი, რომელსაც ჭირსა და ლეიშმანიოზზე მკურნალობდნენ

მოიპარეს ძაღლი

ვეტერინარული კლინიკა Vet-Express აცხადებს, რომ შეფარებული ლეკვი, რომელსაც ბევრი დაავადება აქვს და მკურნალობდნენ, მოიპარეს. კლინიკა ითხოვს, რომ მოპარული ძაღლი უკან დააბრუნონ, რადგან მკურნალობის გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ვითხოვთ დახმარებას! გლდანის ვეტერინარული კლინიკიდან მოიპარეს შეფარებული ლაბრადორის მეტისის 6 თვის ლეკვი, რომელსაც გადატანილი ჰქონდა ჭირი და ასევე აქვს ლეიშმანიოზი, რომელსაც ვმკურნალობდით. ამ საღამოს ვიღაცამ უსინდისომ გატეხა ვოლიერი და საღამოს მოსვლისას ძაღლი აღარ დაგვხვდა. ძაღლი არის ჩალისფერი. ტანის და თავის ცახცახი ჰქონდა რომელიც ჭირმა დაუტოვა. ასევე ფეხებზე მუცელზე და სახეზე აღინიშნება კანის სიწითლე,თუ ვინმე შეამჩნია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კლინიკაში, ან ამ ნომერზე დარეკეთ 599 51 55 97.

ძაღლი არის კეთილი, ძალიან აქტიური. ვინმეს თუ გეცნობათ ეს ადამიანი, იქნებ ხმა მიაწვდინოთ ან შეგვატყობინოთ, რომ ძაღლი გადის მკურნალობას და საჭიროებს ვეტერინარულ დახმარებას. ისე დაიღუპება და ნუ გავწირავთ ძაღლს.“ - ნათქვამია განცხადებაში.