1745739169
რაზეა დამოკიდებული თქვენი ძაღლის ხასიათი - ახალი კვლევა

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძაღლის ხასიათი მის ჯიშზე არაა დამოკიდებული. კვვლევის შესახებ The Guardian-ი წერს.
კვლევის ავტორებმა 78 ჯიშის 2 100 ძაღლის გენომი შეისწავლეს და გამოკითხეს 18,3 ათასი ძაღლის პატრონები, რომლებსაც საკუთარი ძაღლების ხასიათის 8 მთავარი თვისება უნდა დაესახელებინათ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ხასიათის თვისებების მხოლოდ 9% გამომდინარეობს კონკრეტული ჯიშისადმი კუთვნილებით, 90%-ზე მეტი კი გენებში სხვადასხვა დროს მომხდარ მუტაციებს უკავშირდება.
„უმეტესწილად, ჩვენ არ ვნახეთ ძლიერი განსხვავებები ჯიშებში, მაგრამ არის ზოგიერთი [ქცევა], რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული ჯიშებთან, ვიდრე სხვები,” - თქვა ერთ-ერთმა მეცნიერმა.
მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ქცევა არ იყო ექსკლუზიური ერთი ჯიშისთვის, ყეფა უფრო ხშირი იყო ბიგლებს შორის, ხოლო ლაბრადორ რეტრივერები უფრო „ადამიანებთან კომუნიკაბელური“ ან უცნობებთან კომფორტული ქცევით გამოირჩეოდნენ.

ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას უნდა წაიკითხოთ
1745697185