1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სოციალური ქსელის მომხმარებელი შორენა წიქარიშვილი მიუსაფარი ძაღლების პრობლემის შესახებ წერს. მისი თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა, რომელზეც ზრუნავდა, მცირეწლოვანი ბავშვი სახის არეში დაკბინა. მოქალაქე შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„როდემდე?? საწყალი პატარა. ადამიანების უფლებები არ არის ისე დაცული, როგორც მაწანწალა ძაღლების. ხალხო, ხმა ამოიღეთ, რაღაცა იმოქმედონ, უპატრონო ძაღლმა, რომელიც ყოველ დილით ჩვენი სახლის წინ მხვდება და ვკვებავ, რომ მეცოდებოდა, აი, ასე დამართა ჩემს გაბრიელს, რომელიც სასწაულად გადაურჩა, ლამის შემიჭამა ბავშვი. მიხედონ დროულად, მანამ კიდევ სხვები არ გაამწარა ჩვენსავით. ქვეყანა მაწანწალა ძაღლია წმინდა წყლის კოტეჯებში. ან ვინ უშვებს ამდენ ძაღლს. ხალხო, ამოიღეთ ხმა, მე ღმერთით გადამირჩა ჩემი გაბიტო, მადლობა უფალს.“ - წერს მოქალაქე და მცირეწლოვანის ფოტოს აქვეყნებს.