პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ღამის პრაიმ-თაიმს“ მოხუცთა პანსიონატიდან („ჩემი თბილი სიბერე“) ერთ-ერთმა თანამშრომელმა კადრები მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორც ძალადობენ ხანდაზმულზე.
„ეს ვიდეო ჩემმა ოჯახის წევრმა გადაიღო. მართალია, ხელმძღვანელი კამერებით აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ, ფაქტია, რომ რაღაცები არ არის ისე, როგორც უნდა იყოს. ეს ქალი ვინც კადრებშია, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. იქ, მოხუცებს ჩაიც კი სანატრელი აქვთ. ფულს რომ იღებენ მოუარონ მაინც,“ - ამბობს პანსიონატის ყოფილი თანამშრომელი.
როგორც „ღამის პრაიმ-თაიმთან“ დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ეს არის დალი ბებო. ამას პირველად ვხედავ. მაგრამ, ის შემთხვევა გვქონია, რომ ხელები დაგვიმაგრებია. იმიტომ, რომ პამპერს იხდიდა და ხელებს შიგნით იყოფდა. გაოგნებული ვარ მე. დალი ფსიქიკურად ვერ იყო კარგად. ეს ქალბატონი გარდაცვლილია, “- ამბობს მოხუცთა პანსიონის ხელმძღვანელი ხათუნა კობალავა.
გადაცემა სრულად იხილეთ ამ ბმულზე.
ხათუნა კობალავა მოხუცთა პანსიონის „ჩემი თბილი სიბერე“ ხელმძღვანელი