VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბათუმში მშენებარე კორპუსთან დაშავებულ 20 წლის ბიჭს თავის არეში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, 20 წლის ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„წუხელ გაუკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია თავზე, ურთულესი ოპერაციაა. გადაყვანილი იქნა წუხელვე რეანიმაციაში. ამჟამად არის მართვითი სუნთქვის აპარატზე, კომაში იმყოფება და ჯერჯერობით ექიმები მდგომარეობას აფასებენ როგორც მძიმეს“,- აცხადებენ ჰოსპიტალში.
ცნობისთვის, გუშინ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.