დიდი ოჯახი გვაქვს... ხუთი ძმა და ერთი და მყავს, ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვაქვს - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე ავთო ჯაფარიძე

ავთო

„პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც შაბათის ლაივზე ხალხის რჩეული გახდა, საკუთარ ოჯახს ფართო საზოგადოებას აცნობს. 21 წლის ავთო ჯაფარიძეს 4 ძმა და ერთი და ჰყავს.

„სვანი ვარ, ცხოვრების 4 წელი სვანეთში მაქვს გატარებული. დიდი ოჯახი მყავს, 5 ძმა და 1 და მყავს. ერთმანეთის იმედი ყოველთვის გვაქვს. იმის გამო, რომ 5 ძმა ჰყავს, ჩემი და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და ჩვენ მას ყოველთვის ხელის გულზე ვატარებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, რას ნიშნავს დიდი ოჯახი, მომავალში ვფიქრობ, რომ აუცილებლად მეც ბევრი შვილი მყავდეს და დიდი ოჯახი მქონდეს.

ჩვენ კიდევ ოჯახის ერთი წევრი, ჰერმანი გვყავს, ოჯახის სრულფასოვანი წევრია.

მსიამოვნებს სახლის საქმეების კეთება, ეზოს დალაგება, ნერგების დარგვა, საჭმლის კეთება.“ - ჰყვება რეალითი შოუს მონაწილე.