მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
ახალი წლიდან, „რუსთავი 2-ის" ეთერში ყოველ შაბათ-კვირას იუმორისტულ სერიალი „მიხო და მარო“ გავა.
მთავარ როლებში მსახიობი პაატა გულიაშვილი და ნონა ხუმარაშვილი იქნებიან.
უფრო ვრცლად, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟების და სერიალის შესახებ, „პრაიმტაიმთან“ მსახიობი პაატა გულიაშვილი საუბრობს.
„13 იანვრიდან „რუსთავი 2-ის" ეთერში გავა იუმორისტული სერიალი „მიხო და მარო“. მიხოს როლში ვიქნები მე, ხოლო მაროს როლში მსახიობი ნონა ხუმარაშვილი. ქიშვარდას ბიჭის როლში იქნება გეგე სულხანიშვილი. სერიალში ითამაშებენ თელავის თეატრის, რუსთაველის თეატრის მსახიობები: მალხაზ ქვრივიშვილი, ბექა სონღულაშვილი, ქალბატონი ეთერ ბაბილაშვილი.
სერიალი არის კახური იუმორით სავსე, ყოველდღიურობაა მოცემული, სცენარი ვითარდება კახეთის ერთ-ერთ სოფელში. იქნება ბევრი სიცილი, ბევრი იუმორი. მაყურებელი შაბათ-კვირას, რომ გადმორთავს, ნამდვილად ისიამოვნებს, სანერვიულოს და სადარდებელს გადაყრის, რადგან ძალიან ბევრი სიცილი მოუწევს.
„მიხო და მაროს“ ერთ-ერთი პერსონაჟის გადაღებები გერმანიაშიც გვქონდა, ესეც სიახლე იქნება მაყურებლისთვის.
სერიალის სცენარისტები არიან ნიკა რამიშვილი, კობა ბარათელი, ილია ლოსაბერიძე და ზაქრო ინწკირველი. გადაღებები სექტემბერში დაიწყო, ჩვენი სტუდია გვაქვს, სადაც ნამდვილი კახური გარემოა. სერიალში, ერთი ოჯახის ამბებია გადმოცემული, ჩემი გმირი მიხო ნამდვილად მუშაობს ტელევიზიაში, პაატა გულიაშვილის შოუში, შესაბამისად, მაროს პერსონაჟიც და ერთგვარი ბმა აქვს ამ ყველაფერს.
„რუსთავი 2-ის" იუმორისტული გუნდი მეოთხე პროექტს აკეთებს, იგულისხმება: „პაატა გულიაშვილის შოუ“ „ანეკდოტების შოუ“, „გააცინე და მოიგე“ ახლა უკვე შევთავაზებთ სერიალს „მიხო და მაროს“. იმედი მაქვს, რომ ისეთივე რეიტინგული იქნება, როგორც დანარჩენი სამი“, - ამბობს პაატა გულიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: