რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი - რას წერს ბიჭის ნათლია
1745907499
„დედაბრული ანბანი“ - ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.
„დედაბრული ანბანის“ სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ის, ძირითადად, ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები, ისე ისტორიული საბუთები.
დღემდე უცნობი ანბანის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისტორიკოსები და ფილოლოგები საუბრობდნენ.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, „დედაბრული დამწერლობის“ შექმნის ზუსტი თარიღი არავინ იცის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დამწერლობა, შესაძლოა, სამ საუკუნეზე მეტს ითვლიდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მემკვიდრეები, ვინც ამ ცოდნას ეუფლებოდნენ, ამაზე არ საუბრობდნენ, რადგან იგი ქალებისთვის ერთგვარ საიდუმლო დამწერლობას წარმოადგენდა.
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, შუშანა ფუტკარაძე იხსენებს, როგორ იყენებდა ბებიამისი ამ დამწერლობას.
„ბებია რაღაცას წერდა. არ ვიცოდი რა იყო ეს. ეს ძველი ქართულიაო ამბობდა, თან ჩუმად წერდა. გვეუბნებოდა, ნუ იყურებით აქ, მე ჩემი დამწერლობა მაქვსო“,- ამბობს შუშანა.