1745863963
უელსში რესტორანში გასაქურდად შესულ ბოროტმოქმედს დივანზე ჩაეძინა

უელსში რესტორანში გასაქურდად შესულ ბოროტმოქმედს დივანზე ჩაეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უელსის ქალაქ კარდიფში სასამართლომ 31 წლის სემუელ მალიგანი ნასვამ მდგომარეობაში ერთ-ერთ რესტორანში გასაქურდად შევიდა, თუმცა დივანზე ჩაეძინა. დივანზე მძინარე ქურდი დილით რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.