დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
4 ივლისიდან საქართველოში ეროვნული გამოცდები იწყება. დედაქალაქის მერი, კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა შეუფერხებლად იმგზავრონ, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.
„N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“.
რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს 10 აგვისტომდე.