პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი საცივის მოტრფიალეთა რიგებში ირიცხება. როგორც მოჭადრაკე "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, მართალია, ეს კერძი მას თავად ორჯერ აქვს მომზადებული, თუმცა ისე უყვარს, რომ სანამ სახლში საცივია, სხვა საჭმელს არ გეახლებათ.
ნონა გაფრინდაშვილი: ახალ წელს ჩვეულებრივ ვხვდები. არსად გასვლას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე მოვლენების გამო, სრულად სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. სრული სიამოვნების საშუალებას თავს ვერ მისცემ. ამდენად დღესასწაულებს მშვიდად, ზედმეტი ფორიაქის გარეშე ვხვდები.
შევხედავ სასურველ სატელევიზიო გადაცემას, იქნება რაიმე გასართობი პროგრამა...
რაშიც ვიღებ მონაწილეობას, ეს გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრაა. ხომ იცით, ყველას უყვარს გოზინაყი და დრო უნდა ნიგვზის დაჭრას.
დედა გემრიელ საჭმელებს ამზადებდა, მე ვიჯექი და ნიგოზს ვჭრიდი. სხვა საქმისგან განთავისუფლებული ვყავდი.
არაჩვეულებრივ საცივს ამზადებდა. ვგიჟდები ინდაურის საცივზე. სანამ საცივია, მე სხვა რამეს არ ვჭამ. მე თვითონ ერთ-ორჯერ გამიკეთებია. ჩემი მძახალი ამზადებს გემრიელ საცივს.
ძალიან მიყვარს ჩურჩხელა, ფელამუში, მოხარშული კვახი და სიმინდი...
მოკლედ, განსაკუთრებული განწყობა არ მაქვს, ჩვეულებრივ ველოდები ახალ წელს.
ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ ყველას...