ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას - კახა კალაძე

კალაძე

კახა კალაძემ ნონა გაფრინდაშვილს მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვება მიულოცა. შესაბამისი განცხადება თბილისის მერის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ვულოცავ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ჩვენს საამაყო ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას - ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს, რომელიც უკვე მერვედ მოიპოვა. ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულიანი მოჭადრაკე - თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი!“ - წერს კალაძე.

ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) ქალ მოჭადრაკეთა შორის.