პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნინუცა მაყაშვილი ყოველი ახალი წლის ღამეს რუსკას "დავალებას" ასრულებს. ფურცელზე წერს სურვილებს, შემდეგ წვავს და შამპანურით სავსე ჭიქაში ყრის, შემდეგ არის - "გაგვიმარჯოს" და დაფერფლილი სურვილების დალევა!
ნინუცა მაყაშვილი: საახალწლო ტრადიციებისგან შორს ვართ, რადგან მე და რუსკა, ბოლო რამდენიმე წელია, ახალ წელს გარეთ ვხვდებით, რეგიონში, რომელიმე ქალაქში ვართ და მიგვყავს კონცერტები.
თუ გვაქვს ახალ წელს შეკრების საშუალება, რუსკა აუცილებლად გვაწერინებს სურვილებს, გვაწვევინებს, შემდეგ შამპანურში გვაყრევინებს და ამ ნახშირებს ვსვამთ. ვინ მოთვლის, რამდენი დანახშირებული სურვილი გვაქვს დალეული... ოხრად ფერფლი მაქვს დალეული! მერე არ მახსოვს, ჩაფიქრებული სურვილები მიხდება თუ არა, იმდენად წამიერად ხდება ეს ყველაფერი. რადგან ამის სჯერა რუსკას, ალბათ, უსრულდება კიდეც ახალი წლის ღამე ჩაფიქრებული სურვილები.
ზოგადად, ჩვენ ხმაურიანები ვართ. ახალი წლის ღამითაც ვართ გაწამაწიაში. მახსოვს, მაგიდის ქვეშაც ვძვრებოდით...
თუ წელს მოვახერხე, შვილთან და ოჯახთან ერთად შევხვდები 2024 წელს. თუ არადა, ისევ ქალაქგარეთ.
ჩემთვის საახალწლო სუფრის უმთავრესი ნაწილია გოზინაყი. დედას ვეხმარები ცხელი გოზინაყის გაბრტყელებაში და შემდეგ მის დაჭრაში. მერე უკვე გავლა-გამოვლაზე სულ გეახლებით. ჩურჩხელა და გოზინაყი ჩემი სიყვარულია.