პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელე ეკრანიდან გაუჩინარებულმა ავთანდილმა უკვე 2024 წლის ზამთრის კოლექცია გაამზადა, მილანშიც იყო და შოურუმში მოდის "უსტაბაშები" აღაფრთოვანა.
როგორც დიზაინერი "პრაიმტაიმთან" ამბობს, დიდი ზომის სამოსი მის ახალ კოლექციაში არ არის, აქცენტი ქალურ სილუეტზე გააკეთა და ქვის ფაქტურის ტონებით შემოსა...
ავთანდილი: მე უკვე 2024 წლის ზამთრის კოლექცია მოვამზადე, რომლის პრეზენტაცია მილანის შოურუმში მქონდა. ჩემი კოლექციები საერთაშორისო ბაზარზე ისევ მოხვდება.
ამ კოლექციაში აბსოლუტურად სხვა ავთანდილს ვიხილავთ. რახან არქიტექტურაზე ვარ გადართული, ეს 2024 წლის ზამთრის კოლექციაში ძალიან იგრძნობა. ფერთა გამა დამჯდარია, ყოველგვარი ფერწერის გარეშე. ნაცრისფერი, ბეტონისფერი, ქვის ფაქტურების ფერებია გამოყენებული. სპილოს ძვლისფერი, რომელიც ნაცრისფერში გადადის, ყავისფერი, რომელიც აგურისფერში გადადის...
გრაფიკული ნამუშევრებია. ძალიან ქალური სილუეტი მაქვს, არანაირი ოვერსაიზი. ყველანაირად დახვეწილი, ნაზი, არისტოკრატი ქალია, რომელსაც საოცრად რთული კონსტრუქციის ტანსაცმელი აცვია.
შოურუმში პრეზენტაციის დროს საოცარი მოწონება დაიმსახურა. "ბელისიმო" - ასეთი შეფასებები მესმოდა. ვნახოთ, რას იზამენ ბაერები.