66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
გუდაურთან, სამაშველო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, სამების საკათედრო ტაძარში, დღეს მეუფე შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა. ქადაგების დროს წაიკითხეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წერილი.
"ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია," - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.