ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
ვერიკო ტურაშვილმა თავი დიზაინერობაში სცადა. „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოიგო გრანტი და მეგობარ ნუცა ქირიკაშვილთან ერთად სამკერვალო დააფუძნა.
აქვს ორი ხაზი – ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილ თეთრეულზე ორიენტირებული „ტრიკო” და “ვაითალიენი” – WhiteAlien, რომელიც შეკერავს პალტოებს, ქურქებს, კაბებს, შარვლებს მამაკაცებისა და ქალებისთვის.
ვერიკო ტურაშვილი: – მიხილავთ, როგორც ბრენდის წარმდგენის, ასევე გამყიდველის ამპლუაში.
მე და ნუცა ქირიკაშვილმა ერთად ვიფიქრეთ, დავხვეწეთ იდეა და შედეგად მივიღეთ – გამართული საწარმო.
დიზაინერობა ხმამაღალი ნათქვამია. გვყავს ადამიანები, რომლებიც ხვეწენ ჩვენს იდეებს და კარგი ხარისხით ასხამენ ხორცს.
ძალიან მოტივირებულები ვართ, ბევრი ფულის შოვნა გვინდა, თუმცა მომხმარებელიც კმაყოფილი უნდა იყოს. ესენი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.
არ მეზარება არც დილით ადგომა, არც მასალაზე ზრუნვა. როდესაც ასეთი მოტივაცია გაქვს ყველანაირი შრომა დაფასებულია.
რაოდენ რთული პერიოდიც არ უნდა იყოს, ჩვენს ქვეყანაში მოხდენილად ჩაცმა ყველას უყვარს. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი…
სამომავლოდ, საექსპორტო კუთხითაც ვფიქრობთ განვითარებას…