ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.
შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია.
გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები - 6 წლის მარიამი, 5 წლის დარეჯანი და 12 წლის დავით ზაალიშვილი.
ისინი წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრნი არიან. 32 წლის ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსულები იყვნენ.
ინფორმაცია "პრაიმტაიმს" სოფელ შუა ქვალონის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა დაუდასტურა. იგი ოჯახში იმყოფებოდა.
"დეტალები არაფერი არ ვიცით, ტრაგედია მოხდა",- თქვა მან.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორები და აირღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.
მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.