ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
გლდანში, პირველადი ინფორმაციით, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.
შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორები და აირღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად. ბავშვები 12, 5 და 4 წლისები იყვნენ. ბინაში ოჯახი 3 დღის გადასული იყო.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.
მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.