სად იყო ედემის ბაღი - არქეოლოგები აცხადებენ, რომ შესაძლოა მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს
1785168835
გლდანში დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. ოჯახის ხუთი წევრი, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე გამოეხმაურა.
"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ნათესავებსა და ოჯახის წევრებს. მოხდა ძალიან საზარელი ფაქტი, ერთი ოჯახის ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზია ბუნებრივი აირით მოწამვლა. ოჯახი ამ კორპუსში გადმოსულია, ჩემი ინფორმაციით, ორი-სამი დღის წინ, ქირით იყვნენ და ღია წვის გამათბობლით თბებოდნენ. ფანჯრები დახურული იყო. ღია წვის გამათბობელმა გამოწვა ჟანგბადი და ამის შედეგად მივიღეთ ასეთი საზარელი ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომ შეამოწმონ ის გამათბობელი, რითაც თბებიან",- - განაცხადა კოტე ზარნაძემ მედიასთან საუბრისას.