1732386875
ბინაში 3 დღის გადმოსულები იყვნენ... ტანსაცმელს აშრობდნენ - რას ამბობენ ადგილობრივები გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე
გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.
შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც და კორპუსის სხვა მაცხოვრებლები.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორები და აირღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად. ბავშვები 12, 5 და 4 წლისები იყვნენ. ბინაში ოჯახი 3 დღის გადასული იყო.
ამასთან, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, კორპუსში შემოწმება ბუნებრივ აირზე დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაატარეს.