„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ოდესის ოლქში დააკავეს მამაკაცი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ მტერს ინფორმაციას გადასცემდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ოდესის რეგიონში კიბერპოლიციის სპეციალისტებმა სოფელ სერგეევკას მკვიდრი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსებისთვის უკრაინის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში.
როგორც დადგინდა, 31 წლის მამაკაცმა „მესენჯერის“ საშუალებით მტერს გადასცა სტრატეგიული ობიექტების კოორდინატები.
ადგილზე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც ამოიღეს მობილური ტელეფონები, ლეპტოპები და მყარი დისკი.
საქმეზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით (ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა) დაიწყო.