1734793091
„უკანასკნელად დავემშვიდობეთ გუშინ ერთმანეთს...“ - ქუთაისში, უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულები დაბადების დღიდან ტაქსით ბრუნდებოდნენ
ცნობილია ქუთაისში ავარიის დროს დაღუპული 3 ქალის ვინაობა. ტრაგიკულად დაღუპულები - ნანა, თაიზა ბობოხიძე და დოდო ხეცაძე წლების განმავლობაში თანამშრომლები იყვნენ.
ავარია 26 სექტემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები ტაქსით დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ რა დროსაც მათ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ. იმ საბედისწერო დღეს მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ და იქიდან ტაქსით სახლებში ერთად ბრუნდებოდნენ
„ჩემო საყვარელო გოგოებო, როგორ დამწყვიტეთ გული. სამივე ერთად, უფალო ნათელში ამყოფე მათი კეთილი სული. თაიზა, ნანი, დოდო თურმე უკანასკნელად დავემშვიდობეთ გუშინ ერთმანეთს. თითქმის 2 საათი ვილაპარაკეთ ტელეფონზე.
შორიდან გტირით გოგოებო, მშვიდობით ჩემო საყვარელო თაიზა დოდო ნანი, ძალიან მატკინეთ გული“, - წერს ერთ-ერთი ახლობელი“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ: