გერმანიაში ქართველი გოგო შვილების და მეუღლის თვალწინ გააუპატიურეს - რა არის ცნობილი დაკავებულების შესახებ

დაკავება

გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს.

27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის და მცირეწლოვნების თვალწინ (4 და 7 წლის) გააუპატიურეს. სასტიკად არის ნაცემი ქალის ქმარი.

შემთხვევა ივნისში მოხდა, თუმცა ვიდრე პროკურატურამ საქმის მასალები სასამართლოში არ გადააგზავნა, ამ შემზარავი ფაქტის დეტალები უცნობი რჩებოდა.

ქართველ წყვილზე თავდასხმისთვის სამი პირია დაკავებული. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულები სომალიდან და გვინეიდან არიან.

მათივე ცნობით ერთ-ერთი დაკავებული უსახლკაროა, გაუპატიურებაში ბრალდებული მეორე პირი კი, 22 წლის, გვინეის მოქალაქეა.

მედია წერს, რომ სამივე დაკავებული წარსულში, თავდასხმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვისაა ნასამართლევი. 

ყველა დაკავებული სავარაუდო ნარკორეალიზატორი იყო. ისინი წამალს იმ პარკში ყიდდნენ, სადაც დანაშაული ჩაიდინეს.