უფალი, როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, ის არ დაგვტოვებს - პატრიარქი

ilia II

"უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ. უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას.

მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - ბრძანა უწმინდესმა.