„უბრალოდ წამათრიეს, დამ­დეს კა­ლი­დო­რის ბო­ლო­ში..." - რას ამბობს ინციდენტის შესახებ პროფესორი რამაზ ხომერიკი

xomeriki

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. თსუ-დან გავ­რცელ­და მძი­მედ სა­ნა­ხა­ვი კად­რე­ბი, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე კი ჩან­და, თუ რო­გორ მიჰ­ყავ­დათ სტუ­დენ­ტებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თსუ-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ხო­მე­რი­კი.„ხო­მე­რი­კი „ფორ­მუ­ლას­თან" ამ­ბობს, რომ „ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა" და მომ­ხდარს იხ­სე­ნებს:

„პირ­და­პირ ვამ­ბობ, არა­ფე­რი ხე­ლის დარ­ტყმის მსგავ­სი არ იყო, უბ­რა­ლოდ წა­მათ­რი­ეს იქით­კენ, დამ­დეს კა­ლი­დო­რის ბო­ლო­ში.

არა­ნა­ი­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, უნდა შე­ე­გუ­ონ ერთ რა­ღა­ცას, რომ გა­მოც­დე­ბი უნდა და­წე­რონ არა­დის­ტან­ცი­უ­რად, უნდა ჩა­ვიდ­ნენ რო­მე­ლი­მე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში და და­წე­რონ იქ გა­მოც­და", - ამ­ბობს რა­მაზ ხო­მე­რი­კი.

ცნო­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭრ­ნენ. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ ვიდ­რე მათი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და, კა­ბი­ნეტს არ და­ტო­ვებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის" და მო­ი­თხო­ვენ რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბას, რად­გან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

მათი თქმით, რექ­ტო­რი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე მათ უარს ეუბ­ნე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის ბო­ლომ­დე სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე, რის გა­მოც, რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს თბი­ლის­ში ბი­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და აუ­დი­ტო­რი­ებ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ.