1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ტყიბულის მუნიციპალური თეატრი, საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელია. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა, რომელიც ნომინაციაში - საუკეთესო სპექტაკლი დასახელდა.
ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ფესტივალის საზეიმო დახურვას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე, ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. სპექტაკლები და მსახიობები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა.
პროექტს მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.