ტყიბულის ხელბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ტყიბული

ტყიბულის ხელბურთელთა გუნდი, 16-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. როინ მდივანის ხელმძღვანელობით ტყიბულის გუნდმა, ორ ეტაპად გამართულ შეხვედრებში პირველ ეტაპზე გამოვლენილ ექვს საუკეთესოს შორის, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა, პირველი კი, ფოთის ,,ოქროს ვერძ "ხვდა წილად.

ჩემპიონატი ბოლო ტურამდე დაძაბულად მიმდინარეობდა, "ტყიბულსა" და "ოქრო ვერძს" თანაბარი ქულები ჰქონდათ და ბოლო ტურში სწორედ ეს ორი გუნდი გაეჯიბრა ერთმანეთს. ფინალურ შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, ააიპ სპორტული ცენტრის წარმომადგენლები და თანაქალაქელი გულშემატკივრები ქომაგობდნენ.

თამაშის დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. ხელბურთელებს შესაბამისი თასები და მედლები, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა და დავით ჩერქეზიშვილმა გადასცეს. მერმა გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.

შეხვედრები თბილისში, ,,არენა-2”-ის სპორტულ კომპლექსში, ხელბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა.