ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
წყლის მიღება ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და სასიამოვნოა, თუმცა რა ხდება მაშინ, როცა მთელი დღის განმავლობაში პლასტმასის ბოთლით დავდივართ, რათა არ დაგვავიწყდეს წყლის საჭირო დოზის დალევა? ამ გზით ჩვენ მივიღებთ ზედმეტ, არასაჭირო პლასტმასის დოზას და ეს ყველაფერი არაა. ვრცელ ინფორმაციას ამის შესახებ ecowatch.com-ი ავრცელებს.
წარმოგიდგენთ 4 მიზეზს, რატომაც არ უნდა დალიოთ ან ჭამოთ პლასტმასის შეფუთვიდან:
პლასტმასი კონტეინერებიდან ჩვენს საკვებში გადადის. კვლევის თანახმად, ადამიანი წელიწადში მიკროპლასტიკის მინიმუმ 74000 ნაწილას იღებს. ამ რიცხვის უმეტესობა მოდის ე.წ. „წასაღებ“ კონტეინერებზე. ამ მიკროპლასტიკის 30% ჩვენს საკვებში გადადის, საიდანაც შემდეგ ჩვენს ორგანიმზში ხვდება.
თუ მაინც გჭირდებათ საჭმლის „გატანა“, არ გამოიყენოთ კონტეინერები! მიმართეთ შუშის ან ფაიფურის ჭურჭელი. უმეტეს შემთხვევაში ისინი, ვინც ამბობენ, რომ კონტეინერების მრავალჯერადი მოხმარება, რეცხვა, მიკროტალღურ ღუმელში ჩადება უსაფრთხოა, უბრალოდ ამ სფეროში ჩართული ბიზნესმენები და მეწარმეები არიან და მათი სიტყვა შეიძლება არც ისე სანდო იყოს.
ყურადსაღებია, რომ რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო საშიშია პლასტმასის სათავსოების მოხმარება, რადგან კვლევების თანახმად, სიცხეში პლასტმასს უფრო მეტი ქიმიკატი უჩნდება, ვიდრე უფრო დაბალ ტემპერატურაზე.
შეიძლება ფიქრობთ, რომ პლასტმასის ქიმიკატები ისევე მარტივად დატოვებს ჩვენს ორგანიზმს, როგორც შედის, თუმცა ეს, სამწუხაროდ, ასე არაა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მიკროპლასტიკს შეუძლია, გაარღვიოს ის მემბრანული სივრცე, რომელიც იცავს ჩვენს ტვინს უცხო სხეულებისგან. ასევე დედას შეუძლია გადასდოს ეს ქიმიკატი პლაცენტიდან ნაყოფს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები, რაც გამოიხატება ჰორმონალურ დარღვევებში ან სხვა პრობლემებში. სწორედ ამის გამო 2008 წელს ზოგ სახელმწიფოში აიკრძალა მიკროპლასტიკატის გამოყენება სათამაშოებსა და ბოთლებში. პლასტმასი უამრავი ისეთი ნივთიერებისგან შედგება, რომლებიც იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, სიმსივნეს, გონებრივ ჩამორჩენილობას ბავშვებში და ა.შ.
შესაძლოა მაღაზიაში შენიშნოთ პლასტმასის ნივთი, რომელსაც ეწერება, რომ უსაფრთხოა, თუმცა ხშირად ერთ რომელიმე მავნე ნივთიერებას სხვა მავნე ნივთიერებით ანაცვლებენ, ამიტომ არასდროს ენდოთ მსგავს წარწერას!
პლასტმასის ნივთების მოხმარებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვაზიანებთ გარემოს. 1950-იანების შემდეგ (როცა პლასტმასის აქტიური გამოყენება დაიწყო) დამზადდა 8 მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასის ნივთი და აქედან მხოლოდ 10% გადამუშავდა.
ჩვენ გარშემო იმდენი პლასტმასია, რომ ჩვენ ვისუნთქავთ ათობით ათას პლასტმასის ნაწილაკს. პლასტმასია ასევე მდინარეებში, ოკეანეებში – არა მხოლოდ ვიზუალურ ნარჩენებში. სამწუხაროა. რომ ამ პრობლემას გადამუშავებაც კი ვერ აგვარებს: ამ გზით ქიმიკატები ერთი ნივთიდან მეორეში გადავა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი პლასტმასის გამოყენების შეწყვეტაა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1750447548