საქართველოში პლასტმასის ბოთლების ჩასაბარებელი პირველი პუნქტი იხსნება

პლასტმასის ბოთლი

შპს „პოლივიმი“ ქალაქ რუსთავში იწყებს კამპანიას სახელწოდებით - „იყავი პირველი“. კომპანია ფიზიკური პირებისგან შეისყიდის ნარჩენებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

გეგმის მიხედვით, „პოლივიმი“ განათავსებს შემგროვებელ პუნქტს რუსთავში, თავდაპირველად, თავის ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი სხვა ადგილებზეც, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ, 1 კგ პლასტმასის ბოთლის ჩაბარება 1 ლარად. კომპანია ამბობს, რომ შეეცდება, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას რუსთავის მოსახლეობას.