ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
ზღვის სეზონი მოვიდა და ყველას ერთი სული აქვს, ზაფხული სასიამოვნოდ გაატაროს. ბევრს მთაში დასვენება ურჩევნია, ხოლო ქალბატონებმა, ვისაც ზღვის სანაპიროსკენ აქვთ გეზი, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინონ. რჩევას გინეკოლოგი მადონა ჯუღელი გვაძლევს.
„ზღვა საშიში არ არის, თუ ყველანაირ პირობას დავიცავთ. არ უნდა გადავხურდეთ, უნდა დავლიოთ სათანადო ოდენობის წყალი და რაც მთავარია - უნდა გამოვიცვალოთ სველი საცურაო კოსტიუმი. ოფლი და სველი კოსტიუმი ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს. იმ გარემოში, რომელშიც ისინი თავს კარგად გრძნობენ, პირობით პათოგენები და მათ შორის, სოკო და სხვადასხვა კოკები მრავლდებიან, ხოლო რძემჟავა ბაქტერია კვდება. ამიტომ ჰიგიენის დაცვა საჭიროა. PH დამცველი გელით დღეში ორჯერ დაიბანეთ. დავლიოთ პრობიოტიკებით სავსე იოგურტი, მაწონი, ვინაიდან რძემჟავა ბაქტერიები ორგანიზმს ბაქტერიებისგან იცავს“, - "პოსტივის" ეთერში განაცხადა მადონა ჯუღელმა.