ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

გამოცდები

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დაიწყება და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

სავარაუდოა, რომ დაინიშნება დამატებითი სესიებიც, რომელთა ჩატარების განრიგიც ასევე წინასწარ გამოცხადდება. (დამატებითი სესიების ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს გამოსაცდელის კოვიდდადებითობაც.)

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

წყარო: edu.aris.ge