დედამ 14 წლის შვილი აბაზანაში დაახრჩო - საქმეზე გამოძიება დაიწყო (უცხოეთი)
1732309977
უზბეკეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი კარაკალპაკსტანის ავტონომიურ რეგიონში, კერძოდ კი, მის დედაქალაქ ნუქუსში გამართული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც ხელისუფლების მიტაცების მცდელობად შეფასდა.
ავტონომიური რეგიონის მოსახლეობამ მსვლელობა პირველ ივლისს, უზბეკეთის კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნების შემდეგ მოაწყო, რომლის თანახმადაც უქმდება კარაკალპაკსტანის სუვერენული სტატუსი და რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოსვლის უფლება. კარაკალპაკსტანის რეგიონი ქვეყნის ტერიტორიის 40%-ს იკავებს.
გამოცემა „ხუკის “ ცნობით, 2 ივლისს აქტივისტი დაულეტმურატ ტაჟიმურატოვი დააკავეს, რომელიც ერთი დღით ადრე მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და შემდგომი აქცია 5 ივლისს დააანონსა.
ამ დროისთვის, ავტონომიურ რეგიონში, ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა შეფერხებით ფუნქციონირებს. ადგილობრივებს ინტერნეტში ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელების შესაძლებლობა აღარ აქვს. ქალაქ ნუქუსში შესასვლელი გადაკეტილია. ასევე დაიხურა საზღვარი ავტონომიურ რეგიონთან.