,,თუ არ დაგეზარებათ, დაუწერეთ რა... ჯადოსნურ ამბებს კი, სულ მალე გეტყვით..." - რა მიმართვას ავრცელებს აკა სინჯიკაშვილი

საჩუქარი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში წერს, რომ საახალწლოდ, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საჩუქრები გროვდება: 

,,ვისაც გინდათ საჩუქარი პირადად გაუგზავნოთ სოციალურად დაუცველ და შშმ პირ ბავშვებს, საჩუქრებს ვაგროვებთ ხვალ და ზეგ, შაბათს და კვირას, დილის 10 საათიდან, საღამოს 6 საათამდე, დავით თავხელიძის #1-ის ეზოში, მოხალისეების ცენტრში.

შეგიძლიათ გაუგზავნოთ საჩუქრები ბავშვებს, დაუწეროთ წერილები და გული გაუთბოთ საახალწლოდ.

საჩუქარი უნდა იყოს, რა თქმა უნდა ახალი, დაუზიანებელი და გამოუყენებელი.

საჩუქარი უნდა იყოს ლამაზად შეფუთული და უნდა ეწეროს რა ასაკის და სქესის ბავშვისთვისაა განკუთვნილი.

ბავშვებს ძალიან უხარიათ წერილები და თუ არ დაგეზარებათ დაუწერეთ რა.  

ვისაც გინდათ მოგვეხმაროთ საჩუქრების შეფუთვაში, წერილების დაწერაში, ტანსაცმლის და ნივთების გადარჩევაში, შეგიძლიათ პირდაპირ მოხვიდეთ მითითებულ მისამართზე, ან მომწეროთ მობილურზე.

ჯადოსნურ ამბებს კი რა თქმა უნდა სულ მალე გეტყვით", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.