„ისეთი კარგი ამბავი გვაქვს...“ - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

აკა

„დღეიდან სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს გასცემენ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი წერს.

„ისეთი კარგი ამბავი გვაქვს. დღეიდან სიღნაღელი მოხალისეები ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს გასცემენ სიღნაღის რაიონის ყველა სოფელში „სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობელთა კავშირი“ და მისი დამფუძნებელი, მაგარი გოგო თამთა კუსრაშვილი მზად არიან უანგაროდ დაგვითმონ ადგილი მათ შენობაში და ასევე უანგაროდ დაეხმარონ თავისი რაიონის მოსახლეობას

გუშინ ჩავიტანეთ პირველი ტვირთი - 3 ტონაზე მეტი ტანსაცმელი და ნივთები. გადაარჩევენ და დაიწყება გაცემა  
თუ ვინმე, რომელიმე რაიონში ეწევით მოხალისეობრივ საქმიანობას და გაქვთ პატარა ადგილი, საიდანაც გასცემთ ტანსაცმელს და საოჯახო ნივთებს, აუცილებლად დამიკავშირდით. ტანსაცმელს და ნივთებს ჩამოგიტანთ სასურველ ადგილას ქვეყანაში, ყველა რაიონულ ცენტრში უნდა გავხსნათ ასეთი ცენტრი და ერთ დღესაც ყველა მოქალაქეს ეცმება ტანსაცმელი და აღარ შესცივა ზამთარში. დიდი მადლობა ხალხო, თქვენით ტრიალებს ამხელა საქმე  
გპირდებით, ბოლომდე მივიყვანთ“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.