,,გთხოვთ, ყველამ წაიკითხეთ..." - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

aka sinjikashvili

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს:

,,გთხოვთ, ყველამ წაიკითხეთ რა.

კახეთის რეგიონში, ბავშვთა ცენტრებში დაახლოებით 300-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვია. უმრავლესობა არის ობოლი, მინდობით აღზრდაში და მზრუნველობას მოკლებული, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და ლაპარაკი. არ იცით, უკლებლად ყველა როგორი უზომოდ თბილი და უზომოდ მოსიყვარულეა.  
ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ამ ანგელოზი ბავშვების სანტა-კლაუსები, თოვლის პაპები და ჯადოქრები. 

მოგმართავთ ყველას, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, კლასელებს, კურსელებს, ახლობლებს, ნაცნობებს, სულ ყველას რა.

ამ ბავშვებს, საახალწლოდ აუცილებლად საჩუქრები უნდა ჰქონდეთ და ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ბავშვი გავახაროთ.

მოგვეხმარეთ, ვინც როგორ შეძლებთ რა. 

გაგვივრცელეთ ეს ამბავი, ბავშვებისთვის ნაღდი სასწაული უნდა დავატრიალოთ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.