პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წყენას, შურს, ბოღმას არ ვატარებ.. ასეთი რაღაცები აბერებს, - ამის შესახებ ეკა კვალიაშვილი აცხადებს.
მომღერალი საკუთარ გეგმებზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
- როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობთ?
- როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მეკითხებიან, პირდაპირ გეტყვით, ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ დადებითი პასუხი გავცე. შინაგანად როგორც არ უნდა ვგრძნობდე თავს, ყოველთვის ვამბობ, რომ კარგად ვარ. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ რწმენა მაინც სხვაა. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ტრანსლაციას გააკეთებ სამყაროში, ალბათ, რასაცა გასცემ შენია.
- ბოლო დროს ქვეყნის დატოვებაზე ხშირად საუბრობთ... რა არის ამის მიზეზი?
- ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ. აქ რაღაც საქმეები მაქვს მოსამთავრებელი... ახლა შერჩევითობის მომენტი მაქვს, სადაც მესიამოვნება, იქ წავალ... მე ხომ თავისუფალი ადამიანი ვარ.
დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. მიწვევები მაქვს. ჩემი არატრადიციული ფსიქოლოგიის კაბინეტი მაქვს, სურთ, რომ საჯარო ლექციები წავიკითხო. მე ხომ მხოლოდ მომღერალი არ ვარ... არატრადიციული ფსიქოლოგია ადამიანებისთვის ძალიან საჭირო გახდა. ბევრი ადამიანი გამოვიდა მდგომარეობიდან, რაღაცნაირად თვალები გაახილეს, უფრო ადვილად. შემდეგ ისევ დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში, კი არ მივატოვებ.
- ნაწყენი ხართ ვინმეზე?
- ღმერთმა დამიფაროს, არავისზე ნაწყენი არ ვარ. წყენას, შურს, ბოღმას, ასეთ რაღაცებს არ ვატარებ. ესენი აბერებს, სტრესები უნდა მოიხსნათ, უნდა იყოთ თავისუფალი და სამყარო მიიღოთ ისეთი, როგორიც არის.
ხანდახან უყურადღებობას, უმადურობასაც ვაწყდებით, ეს კანონზომიერია. როდესაც ამ დედამიწაზე ადამიანი მოდიხარ, მოდიხარ, რომ გამოცდილება შეიძინო. გამოცდილება ყველაფერში დევს, მთავარია, რომ დაინახო. მე ცოტა ღრმად ვუყურებ ამ სიტუაციას.