პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი „პრაიმტაიმთან“ მის თავს გადამხდარ აქამდე უცნობ ღვთიურ სასწაულზე ალაპარაკდა. ის ამბობს, რომ ღვთიური ძალით ცეცხლს სიცხისა და წვის უნარი დაეკარგა იმ დრომდე, სანამ სახლში დაბრუნდებოდა და ხანძარს ასე გადაარჩინა.
„ჩემს თავს არაერთი სასწაული მომხდარა, თითოეული ღვთიური სასწაულია, ერთ-ერთი კი, რომელმაც საზარელი, მასშტაბური ხანძრისგან გადამარჩინა ასეთი იყო:
თეატრში საკმაოდ ხანგრძლივ სპექტაკლზე დამპატიჟეს, მეგობართან, ლია მიქაძესთან ერთად წავედი. სანამ სახლიდან გავიდოდი, ახალი კარტოფილი უნდა შემეწვა, გაზქურაზე დავდგი და ამასობაში, ლიამ დამირეკა, მზად ვარო. ნაჩქარევად მეც სახლიდან გავედი და შუა სპექტაკლის დროს გამახსენდა, რომ ცეცხლზე ტაფა დამრჩა.
ლიას ვუთხარი ეს და მითხრა, სასწრაფოდ გავიქცეთო, რომ დავფიქრდი, ვუპასუხე - უკვე ყველაფერი მომხდარი იქნება-მეთქი, წარმოვიდგინე, რომ ჩემს სახლთან სახანძრო, სასწრაფო, სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ და გამძვინვარებულ ცეცხლს აქრობდნენ... აზრი აღარ აქვს, უხერხულია ადრე გასვლა, რაც იქნება იქნება-მეთქი ვუთხარი...
სახლში რომ დავბრუნდი, სიმშვიდე იყო, არც ტაფაზე კერძის შიშხინის ხმა ისმოდა, ვიფირე, რომ ალბათ, ცეცხლის ანტება დამავიწყდა-მეთქი და ყურადღება აღარ მიმიქცევია. გავედი გამოვიცვალე, დაახლოებით, ნახევარ საათში სამზარეულოში ჩაის დასალევად შევედი და სწორედ იმ დროს, ტაფაზე კარტოფილმა შიშხინი დაიწყო.
გავოცდი მომხდარით, მაშინვე მოძღვარს დავურეკე. მან მითხრა, შენს თავს ისეთები მომხდარა, ამან გაგაოცაო?! უფალმა ცეცხლს წვის და სითბოს უნარი დაუკარგა, როცა დაბრუნდი სახლში, მაშინ კი, მიეცა ისევ უფლის ძალით და მორიგი სასწაული დატრიალდაო.
მეორე დღესვე ხმა გავრცელდა და ყველა ჩემი ახლობელი ამ კარტოფილის დასაგემოვნებლად მოვიდა. ასეთი ბევრი ხდება ჩემს ცხოვრებაში.“ - ამბობს მარიკა კვალიაშვილი.