პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოდან წასვლას აპირებს.
როგორც მომღერალმა „თბილისელებთან“ ისაუბრა, მან საქართველოში საკუთარი ნიჭის და პროქტების რეალიზება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა რაღაც უკეთესობისკენ შეეცვალა.
„საქართველოდან წასვლა ბევრჯერ გადავწყვიტე და წავედი კიდეც, მაგრამ მაშინ დარჩენა ვერ შევძელი – ამისთვის მზად არ ვიყავი. ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც შევძლებდი საქმის გაკეთებას, ჩემი პროექტების რეალიზებას. ბოლომდე არ ვიჯერებდი, რომ წლები გავიდოდა და არაფერი შეიცვლებოდა. შეიცვალა, როგორ არა, მაგრამ ჩემთვის დეგრადირდა და ჩემი რეალიზება გამორიცხულია. მივხვდი იმასაც, რომ ეს მეტად მცირე არეალია ჩემი მართლაც დასაფასებელი, უდიდესი და მრავალმხრივი შესაძლებლობებისთვის. ავხსნი სხვა მხრივაც – ჩემი ნიჭი და მშობლიური, უსაყვარლესი დღევანდელი საქართველო, ერთ სიხშირეებზე არ რეზონირებენ! არ ხდება სინქრონიზაცია ამ არეალსა და ჩემს შინაგან სამყაროს შორის. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი დავაკელი ჩემს თავს – წლები, ნერვები, და ჯანმრთელობა წავართვი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ამიტომ უბრალოდ და სადად, ავარჩევ ქვეყანას, რომელიც ჩემთვის შესაბამის არეალს მომცემს, გამოდგება იმისთვის, რასაც ვაპირებ და ვაპირებ ყველაფერ კარგს…
კითხვაზე, რუსეთში ხომ არ გეგმავს წასვლას, მომღერალი პასუხობს: კარიერის გაგრძელებას?
„რუსეთში ვერ ვხედავ არეალს ჩემი მოღვაწეობისთვის. იქ სულ სხვა მუსიკას უსმენენ და სხვა მენტალიტეტი აქვთ. რუსეთში წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ…“