1762807115
წყალი ხვალ დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
13 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ფალიაშვილის ქუჩა N1-N33, N2-N36, ჭავჭავაძის გამზირის N22-N34, აბაშიძის ქუჩა N1-N21, N2-N22, კეკელიძის ქუჩა N2, N4. ბარნოვის ქუჩა N77-N83, N84-N94, ბაზალეთის, ერისთავის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, შროშის, ქუთათელაძის, მცხეთის და ქობულეთის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა
1763030716












