1762807115
საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წელს ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც 16 გუნდი ოთხ ჯგუფად გაიყოფა. ჯერ გაიმართება ჯგუფური ეტაპი, შემდეგ კი – პლეი ოფი.
უეფა-მ წილისყრის წინ გუნდები კალათებში გაანაწილა:
I კალათა: შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი.
II კალათა: შვეიცარია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ავსტრია, უკრაინა.
III კალათა: სლოვენია, საქართველო, ირლანდია, რუმინეთი.
IV კალათა: შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია, კოსოვო.უეფა-ს ცნობით, წილისყრა 2026 წლის დასაწყისში გაიმართება.











