1762807115
გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გახარიას ბრალი დაუსწრებლად უკვე წარედგინა 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდზე. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ჩორჩანას ეპიზოდი განიხილა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. შედეგად, 100 ჰექტარი ტყე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა.
გახარიას მიმართ სისხლის სამართლის წარმოება ასევე 20 ივნისის ეპიზოდზეც მიმდინარეობს, მას პროკურატურა ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1763043757











