პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1763034995
თითოეულს ბრალდებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან გელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, გივი ზაუტაშვილი და მისი ძმა, ნიკა ზაუტაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში კონფლიქტისას, ბრალდებულები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადვოკატების განცხადებით, გირაოს მოთხოვნით, სასამართლოს თავად პროკურატურამ მიმართა და ყველა მათგანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ნიკა და გივი ზაუტაშვილის ადვოკატი, იმედა ბეროშვილი აცხადებს, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმაურებს.
მერის მოადგილე ლევან გელაძე ბრალდებებს, რომ საქმე თანამდებობების გადანაწილებას უკავშირდებოდა, უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 დეკემბერს ჩაინიშნა.
საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მოადგილის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.