ზელენსკიმ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სკანდალის გამო თავის მეგობარს თემურ მინდიჩს სანქციები დაუწესა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის სფეროში კორუფციული სკანდალის გამო საქმეში მოქმედ თავის მეგობარს თემურ მინდიჩს პერსონალური სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სანქციების სიაში ზელენსკიმ ახლო მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მინდიჩის გარდა მოქალაქე ალექსანდრე ცუკერმანიც შეიყვანა.

მიღებული ზომა ქვეყნიდან გაქცეული ამ ორი პირის საკუთრებაში არსებული ქონებისა და აქტივების სრულ გაყინვას ითვალისწინებს. უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მოთხოვნით, სანქციების ვადა თავდაპირველად 10 წლით უნდა განსაზღვრულიყო, თუმცა ზელენსკიმ ის 3 წლამდე შეამცირა.