1762807115
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: თვითონ გაამხილეს, ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ, დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, სხვათა შორის, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს
შუშანას ჰგონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე, - ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, აქტივისტ შუშანა მაცაბერიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ბრიფინგის ტექსტი ოპოზიციონერმა გიგა ლემონჯავამ დაუწერა არა ბრიუსელის კონკრეტულმა ევრობიუროკრატებმა.
იონათამიშვილის თქმით, ზოგი ოპოზიციონერი დღეს ინტერვიუს აძლევდა და ამტკიცებდა, რომ ტექსტი ერთად დაწერეს, ხოლო მაცაბერიძემ განაცხადა, რომ ბრიფინგის ტექსტი ლემონჯავას უნდა დაეწერა.
„შუშანას გონია, მაგარი მტკიცებულება გამოდო, ამ დროს კიდევ უფრო ამხილა აგენტურა. აქ გაიშიფრნენ სულ ბოლომდე.
ზოგი დღეს ინტერვიუს აძლევდა, ერთად დავწერეთო და ეს ამტკიცებს, ლემონჯავას უნდა დაეწერაო.
თვითონ გაამხილეს ვინ მიიღო ტექსტი ბრიუსელიდან - ვინმე ლემონჯავამ. დღეს მიუღია თან, ელოდებოდნენ და დირექტივის გარეშე ვერ ინძრეოდნენ, მედიასაც ბოლო წუთებში გააგებინეს, სხვათა შორის“, - წერა რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის მიერ ბრიფინგი, რომელზედაც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.












