ცნობილია კახეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის ვინაობა

მო

კახეთში, ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1972 წელს დაბადებულ თ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდაცვლილ ქალს, თამარს ახლობლები ემშვიდობებიან.

,,მინდა საბოლოო პატივი მივაგო შენს ხსოვნას თამრი ძალიან კარგო მეზობელო და მეგობარო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ🙏 მაშინ მოგისპო სიცოცხე არაადამიანმა როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე. მსუბუქი ყოფილიყოს მძიმე მიწა შენთვის  ჩვენო საყვარელო გოგოვ (გიჟქალავ). მშვიდობით თამრო",-წერს ახლობელი.