„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1759306252
აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემებს მიაწვდის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვოლ სთრით ჯორნალი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ნებართვა მისცა, კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაში დაეხმაროს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია პირველად გაუწევს დახმარებას უკრაინას რუსეთის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში.
როგორც „ვოლ სთრით ჯორნალი“ წერს, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება ნიშნავს, რომ უკრაინას შეეძლება, უფრო ეფექტურად დაესხას თავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, მილსადენებს, ელექტროსადგურებს და სხვა ინფრასტრუქტურას, რომლებიც მდებარეობს შორს მისი საზღვრებიდან.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ განიხილავს „ტომაჰავკისა“ და „ბარაკუდას“ ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობასაც.