ნიუ იორკში, ბრონქსის რაიონში მდებარე 20-სართულიან საცხოვრებელ შენობაში აფეთქება მოხდა
1759327044
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, სასამართლო პროცესები განახლდა.
მას შემდეგ რაც, გამნაღველებმა და კინოლოგებმა დაასრულეს მუშაობა, მოქალაქეებს შენობაში შესვლის ნებართვა მისცეს.
ამ წუთებში ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესზე ჩვენებას საქმის მთავარი გამომძიებელი მისცემს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სავარაუდოდ, ზარი განხორციელდა ბომბთან დაკავშირებით.