ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კვება ზოდიაქო

ვერძი

ვერძები გემრიელობების მოყვარულები არიან, მაგრამ საჭმლის კეთება დიდად არ უყვართ, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჭარბი წონა აწუხებთ. თუ შენ დაიბადება ამ ნიშნით, ჯობს „წასუსნავებისგან“ თავი შეიკავო. გაითვალისწინე ისიც, რომ არაა აუცილებელი ყველაფერი ერთდროულად შეჭამო, გადაანაწილე!

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოიკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

კურო

კუროებს – ისე, როგორც არცერთ სხვა ნიშანს, აქვს „შენელებული“ ნივთიერებათა ცვლის სისტემა. თან ამავდროულად არიან გურმანები და უყვართ როგორც საჭმლის კეთება, ასევე ჭამაც. ამიტომაცაა, რომ თვალის დახამხამებაში იმატებენ. მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი, რაც მათ აქვთ ეს ღამით ჭამაა. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხარ გაითვალისწინე, რომ ძილის წინ ნოყიერად შეჭამო (სასურველია ხორცი და ბოსტნეული), რათა ღამის 4 საათზე შიმშილმა არ გაგაღვიძოს და მაცივრისკენ არ მიიპარო.

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოუკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

ტყუპები

ტყუპები – ზოდიაქოს ყველაზე ორაზროვანი ნიშანი. ერთის მხრივ დაუცველები არიან, მეორე მხრივ კი მათ იშვიათი შინაგანი ძალა და კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი და უდიდესი მინუსი რაც მათ აქვთ, სტრესთან ალკოჰოლითა და შოკოლადებით გამკლავებაა. თუ კი ხარ ზოდიაქოთი – ტყუპები მაშინ არასოდეს გამოტოვო საუზმე, სადილი ან ვახშამი. თორე მერე ხუთმაგად აანაზღაურებ და ზედმეტი მოგივა.

არ ჭამო: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და ძლიერი სასმელები.

ჭამე: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი (არა უმეტეს დღეში ერთხელ), მარცვლეული. თუ კი ალერგიული არ ხარ, მაშინ შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლო თაფლით.

კირჩხიბი

კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა თუ ნერვებმა უმტყუნეს ცოტა ზედმეტი მოსდის. თუ კი ხარ კირჩხიბის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული დაიმახსოვრე, რომ არასოდეს ჭამო როდესაც აფორიაქებული ან განერვიულებული ხარ. მოიცადე, დაწყნარდი და მერე ჭამე.

არ ჭამო: საკონდიტრო ნაწარმი, უმი ბოსტნეული, ხილი (ლიმიტირებულად). ულუფები უნდა იყოს ზომიერი. ჭამის დროს კანფეტები ან ღვინის მიყოლებაზე უარი თვის მაინც.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, მჭლე თევზი. დაამატე რაციონს ნიორი და ასევე დღეში ერთხელ ბოსტნეულის სუპსაც თუ მიიღებ კარგი იქნება.

ლომი

ლომებს – როგორც მოგეხსენებათ, გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. სწორედ ამ ტემპერამენტის ბრალია მათი ჭარბ წონაც. თუ კი ლომი ხარ – კი ბატონო, ჭამე რამდენიც მოგესურვება, მაგრამ შეეცადე რაციონი ჯანსაღი პროდუქციით გაამდიდრო.

არ ჭამო: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი.

ჭამე: ციტრუსები, რძის პროდუქტები და თეთრი ხორცი. აუცილებლად მიიღე ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ლეღვი და გამხმარი გარგარი. საგულდაგულოდ დაღეჭე ლუკმები და ძილის წინ ნუ შეჭამ!... ვრცლად